Sunday, March 27, 2011

ანიმე

ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.  

http://ru.wikipedia.org

Tuesday, March 22, 2011

უოლტ ელიას დისნეი



 ანიმაცია, ასევე მულტიპლიკაციასტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმინილი მოძრაობის ოპტიკური ილუზია. კინოპროდუქციაში ანიმაციის სახელით ცნობილია ტექნიკა რომლის დროსაც ფილმის თითეული კადრი იქმნება ინდივიდუალურად. ეს კადრები შეიძლება იქმნებოდეს კომპიუტერის, ნახატი გამოსახულებების ფოტოგრაფირების ან სანიმუშო ერთეულისთვის განმეორებითი მცირე ცვლილებების გაკეთებისა და შედეგის სპეციალური ანიმაციური კამერით გადაღების საშუალებით.


უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney; დ. 5 დეკემბერი, 1901, ჩიკაგო ― გ. 15 დეკემბერი, 1966, ბერბანკი) — ამერი-კელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. "უოლტ დისნეი პროდაქშენზის" თანადამფუძნებელი (მის ძმა როისთან ერთად), დისნეი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი კინოფილმების მწარმოებელი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად The Walt Disney Company, ყოველწლიურად დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში.[1] მას ასევე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ქვია დისნეილენდს და დისნიეუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში მისი ოცნების პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე.