Tuesday, April 5, 2011

მუსიკა ანიმაციაში

როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ.
ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.
ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაა „თემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი ,,MAI HIME" — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის).

Sunday, April 3, 2011

ანიმეს ხატვის სტილი

   ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების  არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერშიმონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟებისრეალისტურიდიზაინი.
 ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როცა ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამას გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კიპირიქით. ღია ფერების თმები, ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადათ მუქი თმები აქვთ.
მოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდებისსახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურიამაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს . . .
 ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაცჩიბი“-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როცა საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაშიჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატიათეთრ და ფუმფულაპერსონაჟების მიმართ.

ანიმე (იაპონური ანიმაცია)


ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვაანიმეჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.
 სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსისმანგას ან კომპიუტერული თამაშისსიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდებ ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.
        ანიმეს XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე.  პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე. თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.
 თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორცლეგენდადამანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.
წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.
  アニメーション (ɑnime:ɕoɴ) — კატაკანათი დაწერილი იაპონური ტერმინია ანიმაციის აღსანიშნავად. ეს ინგლისური ენიდან აღებული სიტყვა „Animation“-ის პირდაპირი ტრანსლიტერაციაა. ხშირად იგი შემოკლებულად ჩაიწერება როგორც アニメ (ɑnime), და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემოკლება, ეს ვარიანტი იაპონიაში უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვის სრული ფორმა.
განსაზღვრება
ტერმინანიმესგანსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. იაპონიაში, მისი გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე სტილით თუ ადგილწარმოშობით და იგი ნებისმიერი ანიმირებული ფილმის აღსანიშნავად გამოიყენება. დანარჩენ მსოფლიოში, ის უმთავრესად მხოლოდ იაპონური წარმოების ანიმაციური ფილმებზე ლაპარაკისას გამოიყენება, ის ფილმები კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით გვანან იაპონელი რეჟისორების ნაწარმოებს, ხშირად მოიხსენიებიან როგორცანიმე-სტილისფილმებს.
საინფორმაციო მონაცემთა ბაზა AniDB სიტყვაანიმე“- ხსნის როგორციაპონური კომპანიის მიერ, იაპონური ბაზრისათვის შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე იმის, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ანიმე დასავლური ბაზარზეც გადის, ეს განსაზღვრებაც არც თუ ისე მართებულია.
სინონიმები
იმის გამო, რომ საქართველოში ანიმე-ფენდომმა[5] სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება, ქართულ ენაში იაპონური ანიმაციის აღსანიშნავად გამოიყენება მხოლოდ ერთი სიტყვა — „ანიმე“. მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით 1970—1990 წლებში ხშირად გამოიყენებოდა ტერმინი „Japanimation“, რომელსაც აქამდე იყენებენ იაპონიაში ადგილობრივი წარმოების ანიმაციის აღსანიშნავად.
უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, ანიმე ხშირად მოიხსენიება როგორცმანგა“. ამის შესაძლო მიზეზი არის ის, რომ იაპონიაში ტერმინიმანგაგამოიყენება, როგორც ანიმირებული პრდუქციასთან, ასევე კომიქსთან მიმართებაში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოშიმანგატრადიციულადიაპონური კომიქსისმნიშვნელობით გამოიყენება. მეორე შესაძლო მიზეზიაბრიტანულ და ამერიკულ ბაზარზე ანიმეს უმსხვილესი გამავრცელებლის, „Manga Entertainment“-ის დასახელება.
                                            

Saturday, April 2, 2011

პირველი ანიმაცია

ანიმაცია ფართო შემოქმედებითი სფეროა, რომელიც უსულო ნახატებსა და საგნებს აცოცხლებს. ანიმაციური ტექნოლოგიის კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან შერწყმამ ფილმის პროდუსერებს შესაძლებლობა მისცა შეუძლებელი რეალობად ექციათ, მაგრამ სანამ საქმეში თანამედროვე ტექნიკა ჩაერთვებოდა, ძველი ანიმაცია ძალიან განსხვავდებოდა დღევანდლისგან. "ჰამფთი დამფთის ცირკი" იყო პირველი ანიმაციური ფილმი, რომელიც შექმნა 1898 წელს ალბერტ ე. სმიტმა. მან ნახატების ნაცვლად მისი შვილის თოჯინები გამოიყენა. მისმა პაარტნიორმა ჯეიმს სტიუარდ ბლაქბერნმა შექნა რა სახალისო ფილმი "მხიარული სახეების იუმორისტული ასპექტები" 1906 წელს მაყურებელს შეაყვარა ანიმაციური ხელოვნება.
მულტფილმის ნაწაროებები იქმნება სპეციალურად მოწყობილ გადამღებ დაზგაზე მოძრაობის ცალკეული, თანმიმდევრული ფაზების გადაღებით. ანიმაციური ფილმი ეკრანზე ქმნის ნახატი - სხეულების მოძრაობის ილუზიას. 1902 წელს ფრანგმა რეჟისორმა  ჟორჟ მელისმა შექმნა ფანტასტიკური ჟანრის ანიმაციური ფილმი - "მოგზაურობა მთვარეზე". ამ ფილმა საფუძველი ჩაუყარა ფანტასტიკასა და სათავგადასავლო მულტიპლიკაციის ჟანრებს. 

დისნეის ანიმაცია დღეს

დისნეის ანიმაცია დღეს
ტრადიციული ნახატი ანიმაცია, რომლითაც დაიწყო კომპანიის მოღვაწეობა, ამჟამად არ არის პრიორიტეტული. ფინანსურად წარუმატებელი ფილმების შემდეგ, 2000-იან წლებში, კორპორაციის ორი სტუდია, საფრანგეთსა ფლორიდაში დახურული იქნა, ხოლო მთავარი სტუდია, რომელიც განლაგებულია ბერბენკში - იქცა კომპიუტერულ გრაფიკაზე ორიენტირებულ დაწესებულებად. 2004 წელს ცნობილი გახდა, რომ გამოვა კიდევ ერთი ნახატი სრულმეტრაჟიანი ფილმი ფერმა საძოვარზე. ცნობილი იყო აგრეთვე, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ნახატი ფილმი, მაგრამ მოგვიანებით ეს პოზიცია შეიცვალა და კომპანიამ განაცხადა, რომ 2009 წლის ფილმით პრინცესა და ბაყაყი იგი დაუბრუნდება კლასიკურ ანიმაციას.





დისნეის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი



1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. ამის მთავარ მიზეზებად ორი ფაქტორი იქცა - მიკი მაუსის სერიები, რომლებიც ზედიზედ იყო ნაჩვენები კინოთეატრებში, თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შედეგად, უოლტი დააფიქრა თავად გადაბმული ჩვენების ფენომენმა. მაგრამ მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დროისათვის სხვა ანიმაციური გმირის, პოპაის თავგადასავლებმა (მაქს ფლეიშერის წარმოების) უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვეს. რა თქმა უნდა, დისნეის შეეძლო კვლავ ძველი გზით მოძრაობა, მაგრამ მან არჩია სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის შექმნა.დისნეის საკუთარი გეგმები ჰქონდა სტუდიის ფილმენთან დაკავშირებით და კარგად იცოდა, რა აკლია მის ნამუშევრებს.ფიფქია და შვიდი ჯუჯა მზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. ამ დროისათვის სტუდიის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო გახდა. ფილმის დაფინანსება მოხერხდა მხოლოდ მის შემდეგ, რაც უოლტმა მისი დაუსრულებელი ვერსია ამერიკის ბანკს უჩვენა. მან თავისი შთაბეჭდილება მოახდინა და ფილმის დასრულებისათვის აუცილებელი თანხები მიღებული იქნა. საბოლოო შედეგის პრემიერა შედგა კართეის მრგალ თეატრში, 1937 წლის 21 დეკემბერს. ფილმის დასასრულს მაყურებელმა დისნეის ახალი ქმნილება ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. ”ფიფქია”, ყველაფერთან ერთად, იყო პირველი სრულმეტრაჟიანი და ფერადი ანიმაციური ფილმი. 1938 წელს ფილმი ღია გავიდა კინოთეატრების ეკრანებზე, სადისტრიბუციო კომპანიასთან RKO Radio Pictures დადებული ხელშეკრულების თანახმად.ფიფქია და შვიდი ჯუჯა იქცა 1938 წლის ყველაზე წარმატებულ სრულმეტრაჟიან ფილმად და კინოთეატრებში ჩვენებით 8 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა დისნეის სტუდიას. მან აგრეთვე მიიღო ოსკარი, კერძოდ - ერთი ჩვეულებრივი და სიმბოლურად, შვიდი მცირე ზომის ქანდაკება. შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, ბერბენკში (კალიფორნია) აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი. მისი ექსპლუატაცია 1939 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. ფიფქია და შვიდი ჯუჯა არა მხოლოდ დისნეის წარმატების პიკი იყო, არამედ მისი სტუდიის შექმნილი ანიმაციური ფიმლმების ოქროს ხანის დასაწყისიც.