დისნეის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. ამის მთავარ მიზეზებად ორი ფაქტორი იქცა - მიკი მაუსის სერიები, რომლებიც ზედიზედ იყო ნაჩვენები კინოთეატრებში, თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შედეგად, უოლტი დააფიქრა თავად გადაბმული ჩვენების ფენომენმა. მაგრამ მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დროისათვის სხვა ანიმაციური გმირის, პოპაის თავგადასავლებმა (მაქს ფლეიშერის წარმოების) უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვეს. რა თქმა უნდა, დისნეის შეეძლო კვლავ ძველი გზით მოძრაობა, მაგრამ მან არჩია სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის შექმნა.დისნეის საკუთარი გეგმები ჰქონდა სტუდიის ფილმენთან დაკავშირებით და კარგად იცოდა, რა აკლია მის ნამუშევრებს.ფიფქია და შვიდი ჯუჯა მზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. ამ დროისათვის სტუდიის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო გახდა. ფილმის დაფინანსება მოხერხდა მხოლოდ მის შემდეგ, რაც უოლტმა მისი დაუსრულებელი ვერსია ამერიკის ბანკს უჩვენა. მან თავისი შთაბეჭდილება მოახდინა და ფილმის დასრულებისათვის აუცილებელი თანხები მიღებული იქნა. საბოლოო შედეგის პრემიერა შედგა კართეის მრგალ თეატრში, 1937 წლის 21 დეკემბერს. ფილმის დასასრულს მაყურებელმა დისნეის ახალი ქმნილება ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. ”ფიფქია”, ყველაფერთან ერთად, იყო პირველი სრულმეტრაჟიანი და ფერადი ანიმაციური ფილმი. 1938 წელს ფილმი ღია გავიდა კინოთეატრების ეკრანებზე, სადისტრიბუციო კომპანიასთან RKO Radio Pictures დადებული ხელშეკრულების თანახმად.ფიფქია და შვიდი ჯუჯა იქცა 1938 წლის ყველაზე წარმატებულ სრულმეტრაჟიან ფილმად და კინოთეატრებში ჩვენებით 8 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა დისნეის სტუდიას. მან აგრეთვე მიიღო ოსკარი, კერძოდ - ერთი ჩვეულებრივი და სიმბოლურად, შვიდი მცირე ზომის ქანდაკება. შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, ბერბენკში (კალიფორნია) აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი. მისი ექსპლუატაცია 1939 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. ფიფქია და შვიდი ჯუჯა არა მხოლოდ დისნეის წარმატების პიკი იყო, არამედ მისი სტუდიის შექმნილი ანიმაციური ფიმლმების ოქროს ხანის დასაწყისიც.
No comments:
Post a Comment