ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.
アニメーション (ɑnime:ɕoɴ) — კატაკანათი დაწერილი იაპონური ტერმინია ანიმაციის აღსანიშნავად. ეს ინგლისური ენიდან აღებული სიტყვა „Animation“-ის პირდაპირი ტრანსლიტერაციაა. ხშირად იგი შემოკლებულად ჩაიწერება როგორც アニメ (ɑnime), და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემოკლება, ეს ვარიანტი იაპონიაში უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვის სრული ფორმა. 
ტერმინ „ანიმეს“ განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. იაპონიაში, მისი გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე სტილით თუ ადგილწარმოშობით და იგი ნებისმიერი ანიმირებული ფილმის აღსანიშნავად გამოიყენება. დანარჩენ მსოფლიოში, ის უმთავრესად მხოლოდ იაპონური წარმოების ანიმაციური ფილმებზე ლაპარაკისას გამოიყენება, ის ფილმები კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით გვანან იაპონელი რეჟისორების ნაწარმოებს, ხშირად მოიხსენიებიან როგორც „ანიმე-სტილის“ ფილმებს.
საინფორმაციო მონაცემთა ბაზა AniDB სიტყვა „ანიმე“-ს ხსნის როგორც „იაპონური კომპანიის მიერ, იაპონური ბაზრისათვის შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე იმის, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ანიმე დასავლური ბაზარზეც გადის, ეს განსაზღვრებაც არც თუ ისე მართებულია.
სინონიმები
იმის გამო, რომ საქართველოში ანიმე-ფენდომმა[5] სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება, ქართულ ენაში იაპონური ანიმაციის აღსანიშნავად გამოიყენება მხოლოდ ერთი სიტყვა — „ანიმე“. მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით 1970—1990 წლებში ხშირად გამოიყენებოდა ტერმინი „Japanimation“, რომელსაც აქამდე იყენებენ იაპონიაში ადგილობრივი წარმოების ანიმაციის აღსანიშნავად.
უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, ანიმე ხშირად მოიხსენიება როგორც „მანგა“. ამის შესაძლო მიზეზი არის ის, რომ იაპონიაში ტერმინი „მანგა“ გამოიყენება, როგორც ანიმირებული პრდუქციასთან, ასევე კომიქსთან მიმართებაში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში „მანგა“ ტრადიციულად „იაპონური კომიქსის“ მნიშვნელობით გამოიყენება. მეორე შესაძლო მიზეზია — ბრიტანულ და ამერიკულ ბაზარზე ანიმეს უმსხვილესი გამავრცელებლის, „Manga Entertainment“-ის დასახელება.
No comments:
Post a Comment